შენგელიამ ლობჟანიძის გუნდს გაუტანა #1TVSPORT
შენგელიამ ლობჟანიძის გუნდს გაუტანა #1TVSPORT

ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში თავი ქართველების გუნდების დაპირისპირებაში გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების ფლანგის თავდამსხმელმა „კონიასპორს“ „ანკარაგუჯუსთან“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

სუპერლიგის 33-ე ტურში „კონიასპორმა“ საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუს“ საშინაო არენაზე უმასპინძლა და მეორე ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა. 65-ე წუთზე მასპინძელთა კარი „ანკარაგუჯუსსენეგალელმა ლეგიონერმა ალიუ ბაჯიმ გახსნა.

ლევან შენგელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 76-ეზე კი სტუმართა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1. ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ქართველი თავდამსხმელის მეხუთე გოლი იყო. საბა ლობჟანიძე „ანკარაგუჯუს“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა.

33 ტურის შემდეგ „კონიასპორმა“ 40 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, ხოლო „ანკარაგუჯუ“ 33 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. ორივე გუნდს პანდემიის გამო 2-2 მატჩი აქვს გამოტოვებული.