შენგელია ჩაკვეტაძე-მიქაუტაძეს შეუერთდა - სამივე ქართველი ბელგიის თასის მერვედფინალშია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „სერენისა“ და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტის“ შემდეგ, ბელგიის თასის მერვედფინალური საგზური ლევან შენგელიას „ლეუვენმაც“ მოიპოვა.
1/16-ფინალში ქართველი ფეხბურთელის გუნდი გასვლაზე „ლიერსს“ დაუპირისპირდა – „ლეუვენს“ მეტოქის სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა.
ლევან შენგელია „ლეუვენის“ შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა. ანგარიში პენალტით 63-ე წუთზე ქართველის გვინეელმა თანაგუნდელმა სორი კაბამ გახსნა.
„სენ ტრუიდენის“ ნახევარმცველმა ჯორდი ლონგოლამ მე-80 წუთზე წონასწორობა აღადგინა. თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც სორი კაბამ დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. 90+8-ე წუთზე „სენ ტრუიდენის“ მცველი ჯორდი გილეკენსი მოედნიდან გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების სამივე ფეხბურთელის გუნდი, გიორგი მიქაუტაძის „სერენი“, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ლევან შენგელიას „ლეუვენი“ პრესტიჟული ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.