გოლი ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძემ ბელგიის თასზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძემ ბელგიის თასზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ფორმით ითამაშა ბელგიის თასზე, სადაც მისმა გუნდმა 1/16-ფინალში დაბალი ლიგის „ბელისია ბილზენს“ უმასპინძლა და თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო გუნდმა დაპირისპირება იოლად მოიგო.

ბელგიის ჩემპიონატში გამოტოვებული მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა ბელგიის თასის 1/16-ფინალში მეტოქეს პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმში „გენტის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – გიორგიმ მე-60 წუთზე პენალტი შეასრულა, 65-ე წუთზე კი შეცვალეს. საბოლოოდ, „გენტმა“ მოიგო – 4:0.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ გოლი ოფიცალურ შეხვედრაში ბოლოს  2019 წლის 14 აპრილს „ანტვერპენის“ კარში გაიტანა. შემდეგ იყო მძიმე ტრავმები, მაგრამ ჩაკვეტაძე ბოლო დროს ფორმაში შედის, დღეს კი 65 წუთი ითამაშა და გვაიმედებს, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი