შემტევი კაკაბაძის დაწყებული სამაშველო ოპერაცია - პირველი 90 წუთი ტრავმის შემდეგ
შემტევი კაკაბაძის დაწყებული სამაშველო ოპერაცია - პირველი 90 წუთი ტრავმის შემდეგ

ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მოირჩინა და შვეიცარიის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩააატარა, მაგრამ მოედანზე დაბრუნების შემდეგ შეუცვლელად პირველად ითამაშა.

„ლუცერნმა“ 30-ე ტურში „სვისპრო არენაზე“ „ლუგანოს“ უმასპინძლა და 3-4-3 სათამაშო სქემით დაუპირისპირდა. საინტერესოა, რომ ქართველი მცველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ არა დაცვაში, არამედ ნახევარდაცვის ფლანზე ათამაშა.

„ლუცერნმა“ ლამის შეუძლებელი შეძლო – გუნდი 47-ე წუთზე 0:3-ს აგებდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრა 3:3 დაასრულეს. „ლუცერნმა“ პირველად 61-ე წუთზე გაიტანეს – სტუმართა კარი პასკალ შურპფმა აიღო, საგოლე გადაცემა კი მარჯვენა ფლანგიდან კაკაბაძემ შეასრულა – ქართველ მცველს გოლის ავტორმა კარგი პასი დაუფასა და გოლის აღნიშვნის დროს კაკაბაძისკენ ხელი გაიშვირა.

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ნოემბერში დაშავდა და დიდხანს მკურნალობდა. ტრავმის შემდეგ კაკაბაძე მოედანს 29-ე ტურში, „სერვეტთან“ შეხვედრისას დაუბრუნდა და მეორე ნახევარში მოედანზე 45 წუთი გაატარა.

30 ტურის შემდეგ „ლუცერნმა“ 42 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა.