შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა

13:14, 03.11.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. საგადასახადო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღნიშვნა უკავშირდება ორგანიზაციის დაარსების თარიღს — 1996 წლის 30 ოქტომბერს.

ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, ვიდეომიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA-ს აღმასრულებელმა მდივანმა, ალიქს პერინიომ დე ტროიმ.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.

მსგავსი