„შემოდგომის ერთა თასის“ კალენდარი
„შემოდგომის ერთა თასის“ კალენდარი

„საქართველოს რაგბის კავშირმა“ დღეს დაადასტურა, რომ „ბორჯღალოსნები“ მონაწილეობას მიიღებენ ახალ ტურნირში, რომელშიც „ექვი ერის“ ქვეყნებს საქართველოს და ფიჯის ნაკრები გუნდები დაემატებიან (აქამდე პრესაში ნახსენები როგორც – „რვა ერი“). ტურნირის სახელი „შემოდგომის ერთა თასია“ (Autumn Nations Cup) და მატჩების განრიგი უკვე ცნობილია.

„ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 14 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ლონდონში, „ტვიკენჰემზე“, ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ. ერთ კვირაში – 21 ნოემბერს, 21:15 საათზე, ქართველი მორაგბეების მეტოქე უელსის ნაკრები იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ არენაზე ითამაშებენ გუნდები. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური 28 ნოემბერს გაიმართება და საქართველო ირლანდიას დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ხუთ დეკემბერს შედგება „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნითი დღე. ფინალურ ტურში ერთმანეთს ჯგუფებში შესაბამის პოზიციაზე გასული გუნდები შეხვდებიან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეკემბერში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე იტალიის, ან ფიჯის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირის ბოლო მატჩი 18:00 საათზე აიღებს სტარტს და მას „მარიფილდი“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების დაწყებამდე, კერძოდ 23 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან სტუმრად ტესტმატჩს ითამაშებს.

ტურნირის სრული კალენდარი ასე გამოიყურება:

Hello everyone! We look forward to bringing your four fantastic weekends of international action this November and December!

Posted by Autumn Nations Cup on Thursday, September 10, 2020