შეკვეთილში აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა
შეკვეთილში აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მინდია ადაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ადაძეს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადაძე და აქციის კიდევ ორი მონაწილე შეკვეთილში მეექვსე დღეა შიმშილობს. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.