შეკრების მეოთხე დღე | საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდნენ #1TVSPORT
01:34, 09.06.2023
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილიშეურთდნენ.
ვილი სანოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
უახლოეს ორ დღეში ნაკრებს კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება: გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე. ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 11 ივნისიდან შეიკრიბება.
მატჩების განრიგი
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო
ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).
ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო, თბილისი“, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („ქარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ, ნიქოზია, კვიპროსი).