საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არჩილ თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრები ესწრებიან.
დეპუტატების განცხადებით, შეხვედრაზე მსჯელობა საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის განსაზღვრას შეეხება.
შეხვედრაზე იმსჯელებენ იმაზეც, როდის განიხილონ პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურისა და გენერალური პროკურორის ანგარიშები, რომელთა განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო.