შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის ბმულის გამოყენებით.

„შეხვედრა, რომელიც დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ გამოცდას (I-IV კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები) და მათემატიკის (I-VI კლასები) საგნებს დაეთმობა, 29 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან შეკითხვები და ცენტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

შეხვედრას გაუძღვებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის წარმომადგენლები – თეონა ლოდია, ლევან ჩიქვინიძე და მარიამ მეტრეველი“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.