შეესაბამება თუ არა ადამიანის ერთი წელი ძაღლის შვიდ წელს
შეესაბამება თუ არა ადამიანის ერთი წელი ძაღლის შვიდ წელს

ძაღლებს ასაკი ადამიანებისგან განსხვავებული მაჩვენებლით ემატებათ, მაგრამ ნამდვილად არასწორია ყველასათვის ცნობილი წესი, რომ თითქოს, ადამიანის ერთი წელი ძაღლის შვიდ წელს უდრის.

თუკი ადამიანებს სინამდვილეში ასაკი ძაღლებზე შვიდჯერ ნელა ემატებათ, გამოდის, რომ ბევრ ჩვენგანს რეპროდუქციის უნარისთვის შვიდი წლის ასაკში უნდა მიეღწია და 150 წლამდე ვცოცხლობდეთ. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება.

მიზეზი, რის გამოც ძაღლები სრულ სქესობრივ სიმწიფეს ერთი წლის ასაკში აღწევენ, არის ის, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ასაკი უფრო სწრაფად ემატებათ დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ ჯიშებთან შედარებით უფრო სწრაფად მწიფდებიან პატარა ჯიშები.

ადამიანებისგან განსხვავებით, ძაღლებს ასაკი უფრო სწრაფად ემატებათ საწყის წლებში, ბოლოში კი პირიქით, ნელა. შესაბამისად, ძაღლის ასაკის დაანგარიშება თქვენი ასაკის მიხედვით ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ჯიშები დიდებთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ძაღლის ასაკი სწორი კატეგორიის შესაბამისად დაიანგარიშოთ: პატარა (9,5 კგ-ზე ნაკლები), საშუალო (9,6-22 კგ), დიდი (23-40 კგ) და გიგანტი (41 კგ-ზე მეტი).

მიუხედავად იმისა, რომ შვიდი წლის მითის წარმოშობა უცნობია, ადამიანები ჯერ კიდევ 1200-იანი წლებიდან ცდილობენ ძაღლის ასაკის დაანგარიშებას თავიანთ ასაკთან მიმართებაში.

ამის ერთ-ერთი უძველესი მაგალითია ვესტმინსტერის სააბატოზე არსებული 1268 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანის ერთი წელი ძაღლის ცხრა წელს შეესაბამება.

შვიდი წლის მითი სავარაუდოდ, უფრო ახალია. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ვეტერინარის განცხადებით, ეს უფრო მარკეტინგული ეშმაკობა იყო, რათა პატრონებს ძაღლებისთვის წელიწადში ერთხელ მაინც ჩაეტარებინათ გამოკვლევა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.