შედევრი და კარგი თამაში - დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
შედევრი და კარგი თამაში - დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთში იმდენად ეფექტური გოლი გაიტანა, ყველა აღტაცებაში მოიყვანა. ტულას „არსენალის“ ქართველმა შემტევმა რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ხიმკის“ გასვლაზე გაუტანა.

„არენა ხიმკიზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 36-ე წუთზე გახსნეს. ანგარიში კი 61-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ძალიან ეფექტურად გახსნა. სამი მცველს შორის გაძვრა და ბურთი კარის ცხრიანში ჩაახვია – 1:1.

 

90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბრაიან იდოუ მოედნიდან გააგდეს, რადგან ფლანგზე დავითაშვილი წააქცია, საბოლოოდ, ტულას „არსენალმა“ 2:1 მოიგო, ხოლო რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ პრემიერმა“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„ზურიკომ ყველაფერი ლამაზად გააკეთა. შესვლა, გადაადგილება, დარტყმა – სიამოვნებნაა“, – წერია „მატჩ პრემიერის“ ტვიტერზე.

საბოლოოდ, „არსენალმა“ 17 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე დაწინაურდა. დავითაშვილმა რუსეთის ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და მე-3 გოლი გაიტანა.