მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩის დროს მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს გაეხუმრა.
ფეხბურთელი 89-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც, მიულერმა მწვრთნელთან ტრადიციული ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფლიკს ფეხი მიარტყა. მომენტი ტელეტრანსლაციაში მოხვდა.
„ბაიერნმა“ 26-ე ტურში სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა ბერლინის „უნიონი“. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და ბენჟამენ პავარმა გაიტანეს. მიუნხენელები აგრძელებენ ლიდერობას ბუნდესლიგაში. უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ ისინი ოთხი ქულით უსწრებენ.