„შეცვალეს“ წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს 
„შეცვალეს“ წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს 

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, გოგაძემ ისინი დესტრუქციულ ძალებად მოიხსენია.

„მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შევიკრიბეთ პროკურატურსთან, რათა გაგვეპროტესტებინა გიორგი გოგაძის სიტყვები, რომლითაც მოგვმართა მან, ახალგაზრდებს, შეურაცხმყოფელი ფრაზებით. ჩვენ აქ მოვიტანეთ გამადიდებელი შუშა, რათა შევამოწმოთ, მისი შუბლის ძარღვი რამდენად დაექვემდებარება აღდგენას. ეს არის სიმბოლური ქმედება, რითიც ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვუწოდებთ მას, აღარ გამოიყენოს ასეთი სიტყვები და შეურაცმყოფელი ფრაზები ჩვენს მიმართ. მან მოგვაყენა შეურაცხყოფა, დესტრუქციული ძალებად მოგვიხსენია“, – განაცხადა აქციის მონაწილე ვანო გომურაშვილმა.