სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ შეაჯამა სერია A-ს საშუალედო შედეგები და გამოაქვეყნა ამ ეტაპისთვის იტალიის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები.
ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს „ინტერს” – ოთხი ფეხბურთელი. ჩემპიონატის ლიდერს „მილანს“ სიმბოლურში ორი ფეხბურთელი ჰყავს, ისევე, როგორც „იუვენტუსს“. ასევე გუნდში მოხვდა თითო ფეხბურთელი „ატალანტადან“, „ვერონადან“ და „უდინეზედან“.
აღვნიშნავთ, რომ სიმბოლურში ვერ მოხვდნენ სერია A-ს მეორე და მესამე ბომბარდირები – ჩირო იმობილე „ლაციოდან“ (13 გოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანიდან“ (12).
სრულად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – მარკო სილვესტრი (ვერონა);
მცველები – დანილო (იუვენტუსი), სტეფან დე ვრი, მილან შკრინიარი (ორივეა – ინტერი), ტეო ერნანდესი (მილანი);
ნახევარმცველები – მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), ფრანკ კესი (მილანი), როდრიგო დე პაული (უდინეზე);
ფორვარდები – კრიშტანო რონალდო (იუვენტუსი), ლუის მურიელი (ატალანტა), რომელუ ლუკაკუ (ინტერი).