შეადგინეს ჩემპიონთა ლიგის სავარაუდო აღმოჩენების სია, რომელიც 14 ფეხბურთელისგან შედგება
შეადგინეს ჩემპიონთა ლიგის სავარაუდო აღმოჩენების სია, რომელიც 14 ფეხბურთელისგან შედგება

ავტორიტეტულმა გამოცემა The Athletic-მა შეადგინა 14 ახალგაზრდა ფეხბურთელის სია, რომლებსაც ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების დროს.

ესენი არიან: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ტრინკაო (ბარსელონა), ედუარდო კამავინგა (რენი), აქსელ ტუანზებე (მანჩესტერ იუნაიტედი), ედუარ მენდი (ჩელსი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), შტეფან ლაინერი (გლადბახი), ანტონი (ჩელსი), სამ ლამერსი (ატალანტა), იუსუფა მუკოკო (დორტმუნდი), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ლუკას ტორეირა (ატლეტიკო), ედერ მილიტაო (რეალი) და ვლადისლავ სუპრიაგა (დინამო კიევი).

ამ ფეხბურთელთა უმრავლესობამ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ტურში, დომინიკ სობოსლაიმ გოლიც გაიტანა, ალესანდრო ბასტონიმ კი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.