„შავნაბადა“ კოპენჰაგენში კონცერტს გამართავს
„შავნაბადა“ კოპენჰაგენში კონცერტს გამართავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ დღეს დანიაში სოლოკონცერტს გამართავს.

კონცერტი კოპენჰაგენში, მე-18 საუკუნის ფრედერიკის სახელობის ტაძარში გაიმართება, რომელსაც მეორენაირად „მარმარილოს ეკლესიასაც“ უწოდებენ.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია. შესაბამისად, იქ მოხვედრას ყველა მსურველი შეძლებს, ვინც იმ დროს კოპენჰაგენში იქნება.

ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს ასევე დაესწრებიან დანიაში მცხოვრები ქართველები, დიპლომატიური კორპუსისა და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

კონცერტი დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

კოპენჰაგენში „შავნაბადას“ კონცერტი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება.