შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა
შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის რუს და უკრაინელ კოლეგებს, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.

გაერო-მ, თურქეთმა, რუსეთმა და უკრაინამ თავდაპირველად გასული წლის ივლისში, სტამბულში მოაწერეს ხელი შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.

„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევით, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერითა და უკრაინელი მეგობრების წვლილით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კიდევ ორი ​​თვით გახანგრძლივება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიხილავთ იმ დღეებს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდება, ჯერ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტით, შემდეგ კი მშვიდობით. გარდა ამისა, ჩვენმა რუსმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან თურქული გემების გასვლას მიკოლაივისა და ოლვიას პორტებიდან. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.