„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასისთვის მზადებას იწყებს - გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასისთვის მზადებას იწყებს - გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „ავჭალის“ სტადიონზე 4 ნოემბერს, 16:00 საათზე ესპანური „იბერიანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდი საწვრთნელ შეკრებას ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით 28 ოქტომბერიდან დაიწყებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განაცხადში აღარ არიან უკანახაზელები – ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე და გიორგი ბაბუნაშვილი. გუნდს დაემატნენ გამოცდილი მორგბეები – გიორგი კვესელაძე ინგლისური „გლოსტერიდან“, შვიდკაცა რაგბის წევრი, გარემარბი გიორგი ჯობავა, 20-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელები – ლუკა ცირეკიძე და შალვა აფციაური. რუსული პენზის „ლოკომოტივიდან“ დაბრუნდა და „შავი ლომის“ ღირსებას დაიცავს მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

„შავი ლომის“ შემადგენლობა რაგბი ევროპის სუპერთასზე:

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე, ნიკა პატარაია, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე, გრიგორ ქერდიყოშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი.

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ოთარ ლაშხი,  აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი ჯობავა, გიორგი კვესელაძე, ლუკა ცირეკიძე, შალვა აფციაური.

A ჯგუფი:

„შავი ლომი“ (საქართველო)

„თელა ავივ ჰითი“ (ისრაელი)

„ლუზიტანუში“ (პორტუგალია)

„იბერიანსი“ (ესპანეთი)

A ჯგუფის კალენდარი

პირველი ტური. 4 ნოემბერი

16:00, ავჭალის სტადიონი – „შავი ლომი“ – „იბერიანსი“

„ლუზიტანუში“ – „თელ ავივ ჰითი“

მეორე ტური. 11 ნოემბერი

„ლუზიტანუში“ – „შავი ლომი“

„იბერიანსი“ – „თელ ავივ ჰითი“

მესამე ტური. 18 ნოემბერი

„თელ ავივ ჰითი“ – „შავი ლომი“

„იბერიანსი“ – „ლუზიტანუში“