„შავი ლომი“ „ქარი ქაფზე“ პირველ მატჩს 26 მარტს კენიასთან გამართავს #1TVSPORT
„შავი ლომი“ „ქარი ქაფზე“ პირველ მატჩს 26 მარტს კენიასთან გამართავს #1TVSPORT

„შავი ლომი“ 26 მარტს სამხრეთ აფრიკული „ქარი ქაფის“ გათამაშებაში ჩაერთვება და სადებიუტო შეხვედრას კენიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი აფრიკაში 23-კაციანი შემადგენლობით 18 მარტს გაემგზავრა, 23-ში კი სამხრეთისკენ გეზი კიდევ 8 მოთამაშემ აიღო.

ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე და მირიან მოდებაძე, ბორჯღალოსნებთან ერთად ესპანეთთან მატჩისთვის ემზადებოდნენ და „შავ ლომს“ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეუერთდნენ.

მომავალი თამაშისთვის ემზადება კენიის „სიმბასი“, რომელმაც ქარი ქაფის პირველ დივიზიონში ერთხელ, 2014 წელს უკვე ითამაშა და ერთი თამაში მოიგო („ისთერნ პროვინს კინგსთან“ 17:10), ექვსში კი დამარცხდა.

2021 წლის ნოემბერში კენიამ ორი თამაში გამართა და ნამიბიასთან 24:60 დამარცხდა, ბრაზილიას კი 36:30 სძლია.

გუნდის მენეჯერი ჯიმი მნენე ამბობს, რომ კენიის „სიმბასი“ (კენიის თიკუნი) „ქარი ქაფისთვის“ ნოემბრის ტესტებზე უკეთაა მომზადებული:

„მაშინ მოსამზადებლად მხოლოდ ორი კვირა გვქონდა, ახლა კი თებერვლის შუა რიცხვებიდან ვვარჯიშობთ. ვმუშაობთ ძალასა და გამძლეობაზე, რათა ავამაღლოთ ჩვენი თამაშის ინტენსივობა. გვსურს, რომ ტურნირზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.

კენიის 7-კაცა ნაკრებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის მსოფლიო სერიებში 2002-2003 წლების სეზონიდან რეგულარულად მონაწილეობს და 2021 წელს სამხრეთ აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია.

ახლა მათი მიზანია, რომ წარმატებას 15-კაცა რაგბშიც მიაღწიონ და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვონ, რომლის შესარჩევი ტურნირი ზაფხულში ელით. ამჟამად კენიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა.

„შავი ლომი“ კენიის შემდეგ 2 აპრილს ზიმბაბვეს, ხოლო 7 აპრილს სამხრეთ აფრიკულ „ელეფანტს“ ეთამაშება. პირველი ორი თამაში სტელენბოშში, მესამე კი პორტ ელიზაბეტში გაიმართება. ამის შემდეგ გუნდი შინ დაბრუნდება და 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანზს“ შეხვდება, „ქარი ქაფს“ კი უკვე სრული შემადგენლობით, 23 აპრილიდან დაუბრუნდება.

 

„შავი ლომი“ ქარი ქაფზე

პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ნიკა პატარაია, თენგიზ ზამთარაძე, მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, გიორგი მაისურაძე, გიორგი პერტაია, ნიკა აბულაძე;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, თორნიკე აქუბარდია;

9-10: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე, დავით ხუროშვილი; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

ხაზი: დემურ თაფლაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი ჩიქოვანი, გურამ ქანდაურაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, სანდრო სვანიძე.

 

თამაშების განრიგი

შავი ლომი – სიმბას, კენია (26 მარტი)

შავი ლომი – გოსჰოქს, ზიმბაბვე (2 აპრილი)

შავი ლომი – ელეფანტს (7 აპრილი)

შავი ლომი – გრიფონსი (23 აპრილი)

შავი ლომი – ფალკე (30 აპრილი)

შავი ლომი – ბულდოგს (21 მაისი)

შავი ლომი – კავალიერსი (28 მაისი)

შავი ლომი – იგლზი (4 ივნისი)

შავი ლომი – ლეოპარდსი (11 ივნისი)

ნახევარფინალები (18 ივნისი)

ფინალი (25 ივნისი)

rugby.ge

დატოვე კომენტარი