შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია - ქართველი შარშანდელი შედეგის გამეორებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.
პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.
პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილს (73კგ) ვიხილავთ.
ქართველმა ნახევარფინალში კორეელი კანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ დანიელ გარგნინს დაუპირისპირდება. შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგის გამეორებას შეეცდება.
შეჯიბრის მეოთხედფინალში აზებაიჯანელ აგიევთან დამარცხდა და შემდეგ ბრინაჯოს მედლისთვის ბრძოლა რეპეჟაშიდან გააგრძელა თემურ ნოზაძემ (60კგ), მაგარამ ქართველმა კვლავ ვერ მოახერხა გამარჯვება და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
პარიზის გრანდ სლემზე გამომსვლელმა ორმა ძოუდოისტმა – ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.
შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში ფინალური ბლოკი 20:00-ზე დაიწყება.