შავდათუაშვილი და ლიპარტელიანი დამარცხდნენ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
მსოფლიო პირველობაზე, რომელსაც ტაშკენტი მასპინძლობს, დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობდა. ორივე მათგანმა რეპეშაჟიში დათმო ორთაბრძოლები და ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეც უმედლოდ დაასრულა.
საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო დღეებში იასპარეზებენ:
ვაჟები: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
ტურნირის განრიგი:
9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.