შავდათუაშვილი და ახალკაცი ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ორი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

73კგ-ში ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ქართველი ნახევარფინალში გასასვლელად კანადელ ან აზერბაიჯანელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს ვლადიმერ ახალკაციც (81კგ), მის ანგარიშზე ორი გამარჯვებაა. ქართველი მეოთხედფინალში უნგრელ უნგვართან იჭიდავებს.

 

შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ორი სპორტსმენი – ნინო გულბანი (70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.