შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებისა და USS Arleigh Burke-ის მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებისა და USS Arleigh Burke-ის მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ USS Arleigh Burke-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სწავლებაში სანაპირო დაცვის სამი სადარაჯო ხომალდი: „ოჩამჩირე“ (P23), „სოხუმი“ (P24) და „დიოსკურია“ (P25) მონაწილეობდა.

„წვრთნების განმავლობაში ხომალდებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს და სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავეს.

ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.