შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2020" დაიწყო
შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2020" დაიწყო

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2020″ დაიწყო,  რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მანევრები ოდესის სიახლოვეს დღეს დაიწყო.

19 ივლისს კი, შავ ზღვაში ამერიკელი სამხედრო ხომალდი USS Porter შევიდა.

როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა „სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – განაცხადეს მეექვსე ფლოტში.

საზღვაო მანევრებში ჩაერთვება 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.

დატოვე კომენტარი