შავ ზღვაში იტალიური ფრეგატი შევიდა
შავ ზღვაში იტალიური ფრეგატი შევიდა. როგორც ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო ჯგუფი იუწყება, იტალიურმა ფრეგატმა Virginio Fasan F591- მა ბოსფორის სრუტე დღეს გაიარა. ბოსფორის სრუტის გავლის პერიოდში მას თან ახლდა თურქული ხომალდი.
სავარაუდოდ იტალიური ფრეგატი მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბურ წვრთნებში „სი ბრიზი 2021“, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში მიმდინარე საერთაშორისო მანევრების პარალელურად, რუსულმა სადესანტო ხომალდებმა შავ ზღვაში საბრძოლო სროლები განახორციელა.
სამხედრო სწავლება „სი ბრიზი“ შავ ზღვაში 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება.
Standing @NATO Maritime Group 2 enters BlackSea:@SNMG_2 frigates, @ItalianNavy Bergamini class flagship ITS Virginio Fasan & Turkish Navy MEKO200 Track II Barbaros class TCG Barbaros transit Bosphorus back to back towards BlackSea:#WeAreNato #SeaBreeze2021 #SB21 #StrongerTogether pic.twitter.com/mKdKqWTOil
— Yörük Işık (@YorukIsik) July 1, 2021