შაულ მოფაზი - გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას ჯონ ბოლტონი ისრაელს ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა
შაულ მოფაზი - გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას ჯონ ბოლტონი ისრაელს ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა

გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას ჯონ ბოლტონი ისრაელს ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შაულ მოფაზმა განაცხადა.

ისრაელის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ახალ მრჩეველთან მუშაობის გამოცდილებაზე კონფერენციაზე ისაუბრა.

„მე ვიცნობ ჯონ ბოლტონს გაერო-ში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან. ის ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ისრაელი ირანს თავს უნდა დასხმოდა“, – აღნიშნა მოფაზმა.

ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახალი თანამდებობა 22 მარტს მიიღო, ირანის ბირთვული შეთანხმების მოწინააღმდეგე და ისრაელის მხარდამჭერია.