ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ეიბარმა“ „ლევანტეს“ უმასპინძლა.
შეხვედრა მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და „ეიბარმა“ „ლევანტეს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა – 3:0.
„ეიბარის“ 35 წლის ფორვარდმა, შარლესმა დუბლი გაიფორმა და ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.