შარლ მიშელისა და დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მონაწილეობით პარლამენტში სხდომის გამართვაზე დეპუტატები ინფორმირებული არიან
შარლ მიშელისა და დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მონაწილეობით პარლამენტში სხდომის გამართვაზე დეპუტატები ინფორმირებული არიან

საქართველოს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში 19:00 საათზე  ჩანიშნულია სხდომა, სადაც შარლ მიშელისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დასწრება იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, სხდომას დაესწრებიან ის პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები, რომელთაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სხდომის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არიან კანონმდებლებიც. საქართველოს პირველ არხთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადასტურებს, რომ მსგავსი შეხვედრა გაიმართება.

„შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. შარლ მიშელი ეწვევა სამივე კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც ცნობილია, ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შარლ მიშელი არის ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ ამ შეთანხმების მიღწევა უხარია, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო გეგმები. მისი ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.