შარლ მიშელი – შოკირებული ვარ სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლონეთში მსხვერპლის გამო, მჭიდრო კონტაქტზე ვარ პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროსაბჭოს წევრებსა და მოკავშირეებთან
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შოკირებული ვარ სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლონეთში მსხვერპლის გამო. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ. მჭიდრო კონტაქტზე ვარ პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროსაბჭოს წევრებსა და სხვა მოკავშირეებთან“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი.
Shocked by the news of a missile or other ammunition having killed people on Polish territory.
My condolences to the families.We stand with Poland.
I am in contact with Polish authorities, members of the European Council and other allies.@AndrzejDuda @MorawieckiM
— Charles Michel (@CharlesMichel) November 15, 2022