შარლ მიშელი - შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ​ებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ
შარლ მიშელი - შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ​ებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ

შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ​ებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ, – ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია.

შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რათა განგვეხილა, თუ როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ“, – წერს „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.