შარლ მიშელი - საქართველოში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაგეგმილი რეფორმები, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით
შარლ მიშელი - საქართველოში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაგეგმილი რეფორმები, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაგეგმილი რეფორმები.

როგორც მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დაძლიონ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით.

„საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს სინერგიას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს მიმართული იქნება საერთო გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი ზრდისკენ და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას. მთავრობის ანგარიშვლადებულაში სამოქალაქო საზოგადოებებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 2020 წლის შემდეგ ჩვენი დღის წესრიგი ფოკუსირებულია აღდგენაზე, მედეგობასა და რეფორმაზე. პოსტ პანდემიური აღდეგნისთვის დაგეგმილია 2 მილიარდი ევროს მობილიზება. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, გენდერული თანასწორობა არის პარტნიორობის ქვაკუთხედი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.