შარლ მიშელი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროპელ მაღალჩინოსანს ჰეიდარ ალიევის აეროპორტში საპატიო ყარაულით დახვდნენ.
მოგვიანებით, შარლ მიშელმა შეჰიდთა ხეივანში ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია.
აზერბაიჯანში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთიდან ჩავიდა, სადაც 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და პრეზიდენტ არმენ სარქისიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში და ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან.
მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. დღეს, მოგვიანებით შარლ მიშელი უკვე საქართველოს ეწვევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
At the Martyr’s Alley in Baku I paid homage to the victims of Soviet aggression against Azerbaijan
A secure, stable & prosperous South Caucasus region is in the interest of the #EU and an integral part of our #EasternPartnership #Azerbaijan celebrates 30 years of independence pic.twitter.com/kwrkpsNrmm
— Charles Michel (@eucopresident) July 18, 2021