შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს
შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში კიდევ ერთხელ ვისაუბრე ევროკავშირის ერთგულებაზე მისი აღმოსავლელი პარტნიორების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი: ყველა მხარემ უნდა გამოავლინოს ლიდერობა, სიტუაციის დეესკალაციისთვის გააძლიეროს ძალისხმევა და გაერთიანდეს“, – წერს შარლ მიშელი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ​ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დატოვე კომენტარი