შარლ მიშელი – სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა საერთო ევროპული მომავლის მიმართ, საკვანძო პრიორიტეტებში პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ გზაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საერთო ევროპული მომავლის მიმართ.
„ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.
European values run through the veins of the Georgian people.
I reaffirmed the 🇪🇺’s rock solid support for our shared European future to President @Zourabichvili_S.
Concrete progress on key priorities is crucial on your path towards our EU family. pic.twitter.com/rlSEoUmCXO
— Charles Michel (@CharlesMichel) May 30, 2023