შარლ მიშელი – რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ურყევი რჩება, მხარს ვუჭერთ მამაც ხალხს, რომელმაც ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა აირჩია
რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა აირჩია.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა“, – წერს შარლ მიშელი.
It’s been 15 years since Russia’s invasion of #Georgia.
15 years later, the EU’s support to 🇬🇪’s territorial integrity and sovereignty remains steadfast.
We stand with the courageous people of Georgia who have chosen a pro-EU and pro-NATO path.
— Charles Michel (@CharlesMichel) August 7, 2023