შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი
შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება.

„არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა მოემზადებინა კონკრეტული წინადადებები, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ მტკიცედ არის დარწმუნებული ევროკავშირში გაზსადენის მეშვეობით ექსპორტირებული რუსული გაზის ფასის შეზღუდვის აუცილებლობაში.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა წინასწარ მომზადებულ დოკუმენტში, რომელშიც გაზის გარდა, სხვა წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე ფასების შემცირებას მოითხოვენ და ასევე ენერგიის მაღალშემოსავლიანი მწარმოებლების თანხების გადანაწილებას, რათა შემცირდეს დარტყმა მომხმარებლებზე.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 9 სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს საგანგებო სამიტზე.