შარლ მიშელი - მოუთმენლად ველოდები რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მუშაობის გაგრძელებას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
„ვულოცავ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მომავალ წლებში“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.