შარლ მიშელი - მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას
შარლ მიშელი - მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელი შეუწყო პატიმრების გაცვლის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას. ალსუ, ევან, პოლ, ვლადიმერ და სხვებო, თქვენ უბრუნდებით სახლში თქვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს! მადლობას ვუხდი ყველას, ასევე ევროპაში, ვინც ხელი შეუწყო ამ დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას და მათ გვერდით დგომას“, – წერს შარლ მიშელი.

პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.