შარლ მიშელი - მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ბოლოს მოუღებს თერთმეტდღიან კონფლიქტს
შარლ მიშელი - მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ბოლოს მოუღებს თერთმეტდღიან კონფლიქტს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა. ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ბოლოს მოუღებს თერთმეტდღიან კონფლიქტს. ახლა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაჩენილი ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს“, – წერს შარლ მიშელი.

ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს განაცხადეს. შეთანხმების ინიციატორი ეგვიპტე იყო.