ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტში საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია შარლ მიშელის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა დააანონსა ვიზიტი უკრაინაში.
ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შარლ მიშელი მარტში უკრაინასა და საქართველოში ჩავა, რათა ორი ქვეყნისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტუროს.