შარლ მიშელი – მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი მიღწევაა.
შარლ მიშელი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხელმძღვანელობის გაწევისთვის, ასევე, მიშელმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გადადგმული ნაბიჯისთვის და საქართველოს პრეზიდენტს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები თბილისში, განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით.
ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით, მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში, მე კარგად ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს.
მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, მადლობას გადავუხდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მათი მზაობისთვის და გადადგმული ნაბიჯისთვის, მსურს, აგრეთვე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი განცხადებისთვის, თქვენი მზაობისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული ამ მიმართულებაში, რომელიც უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.