შარლ მიშელი - ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ
შარლ მიშელი - ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელისა და ლიბანის შეთანხმებას ეხმაურება.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ. მისმა სწრაფმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ლიბანისა და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – წერს შარლ მიშელი.