შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება
შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება. ამის შესახებ შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

შარლ მიშელმა მატარებლიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

„მივემართები კიევისკენ, სადაც კვლავ შეხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პარლამენტის დეპუტატებს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ ბრძოლაში თავიანთი მიწისთვის, თავიანთი მომავლისთვის და თავიანთი შვილების მომავლისთვის. თუმცა, ასევე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის და პრინციპებისთვის, ასევე ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან განვიხილავთ, თუ რა დამატებითი კონკრეტული ზომების შემუშავება შეგვიძლია, რათა ისინი უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა ვიდეომიმართვაში.