შარლ მიშელი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია შარლ მიშელის „ტვიტერის“ გვერდზე.
„დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი დღეს იმართება.
Back in Kyiv for the EU-#Ukraine Summit with @ZelenskyyUa @vonderleyen and @JosepBorrellF
There will be no let up in our resolve.
We will also support you every step of the way on your journey to the EU. pic.twitter.com/3fnmajrtAZ
— Charles Michel (@CharlesMichel) February 3, 2023