შარლ მიშელი – ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროპულ გზაზე საქართველოს პროგრესი მივულოცე, საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს
საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოების მომდევნო ფაზაში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა და ევროპულ გზაზე საქართველოს პროგრესი მიულოცა.
„მე მივულოცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა და ევროპულ გზაზე საქართველოს პროგრესი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოების მომდევნო ფაზაში. მიმდინარე რეფორმების განხორციელება ახლა გადამწყვეტია“, – წერს მიშელი.
I congratulated PM @PM_Kobakhidze on his nomination as Prime Minister and on Georgia’s progress in its European path after the historic #EUCO decision to grant Georgia candidate status.
Georgia has EU’s full support for the next phase of work – the fulfilment of outstanding… pic.twitter.com/KgzA6SNSP5
— Charles Michel (@CharlesMichel) February 20, 2024