შარლ მიშელი გერმანიაში ჩავიდა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას მართავს
შარლ მიშელი გერმანიაში ჩავიდა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩავიდა. ის გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას მართავს.

აღსანიშნავია, რომ ბერლინში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე შარლ მიშელი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, საფრანგეთის ლიდერთან ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილა – უკრაინის მხარდაჭერა, ევროპის უსაფრთხოება, თავდაცვა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და სოფლის მეურნეობა.

ბერლინში ოლაფ შოლცი დღეს ასევე უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომლებთანაც  „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართავს მოლაპარაკებებს.