შარლ მიშელი - ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს
შარლ მიშელი - ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს

ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

ევროკავშირის ლიდერის თქმით, ევროკავშირი მზად არის, თურქეთთან მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობა გააძლიეროს.

ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტზე ევროპელი ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭოს დაევალა, შეიმუშაოს ფიზიკური პირებისა და კომპანიების სია, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის არასანქცირებულ კვლევით საქმიანობასთან კავშირი აქვთ.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხმელთაშუა ზღავშის დავა ივლისში გამწვავდა, მას შემდეგ რაც თურქეთმა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო წყლებში თავისი კვლევითი ხომალდები გაგზავნა.