შარლ მიშელი - ეჭვი არავის შეეპაროს, ევროკავშირის ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს
შარლ მიშელი - ეჭვი არავის შეეპაროს, ევროკავშირის ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს

კომპრომისი ევროპული სიძლიერეა, ეს არ არის სისუსტე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი შარლ მიშელი საქართველოს ლიდერებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„განსაკუთრებულად მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით.

პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს აღნიშნავს რთული სამუშაოს ახალ დასაწყისს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წასწევს.

მინდა, მივულოცო საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ეს არ არის სისუსტე. ის საშუალებას აძლევს, რომ გაჩნდეს ხმათა მრავალფეროვნება და კოლექტიური აზროვნება. ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევაც თქვენია, რომ ამან იმუშავოს“, – აცხადებს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის მეთაურს.

„დიდი მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიოსთვის და ბატონ ღარიბაშვილს ლიდერობისთვის“ – აღნიშნავს შარლ მიშელი.

მისივე თქმით, შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რეგიონალური სიტუაციის ფონზე.

„ევროკავშირი ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობით და ყირიმის უკანონო ანექსიით.

აქ ასევე იმისთვის ვარ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, ევროკავშირის ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – აცხადებს შარლ მიშელი.

I am particularly pleased to visit Georgia today.
The political crisis is behind us, and it marks a new beginning, the…

Posted by Charles MICHEL on სამშაბათი, 20 აპრილი, 2021