შარლ მიშელი - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია
შარლ მიშელი - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია

ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის.

„ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას და გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. ბატონო პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება ერთობლივად იქნება მიღწეული დემოკრატიის, სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი. ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

დატოვე კომენტარი